09 ოქტომბერი 2024,   04:31
ვრცლად
ბარაკ ობამამ და ანგელა მერკელმა უკრაინის კრიზისის მოგვარებაზე ისაუბრეს

უკრაინის კრიზისის მოგვარება და რუსეთის აგრესია იყო ბარაკ ობამასა და ანგელა მერიკელის შეხვედრის მთავარი თემა. გერმანიისა და შეერთებული შტატების ლიდერებმა დიდი შვიდეულის სამიტის გახსნამდე ორმხირივი მოლაპარაკება გამართეს. მოლაპარაკების შემდეგ სამიტის მასპინძელი ამერიკელ სტუმარს ბავარიული ტრადიციებით გაუმასპნინძლდა. ბარაკ ობამამ და ანგელა მერკელმა ბავარიული ლუდი და ძეხვეული დააგემოვნეს.

ტრადიციულ სამზარეულოს გერმანიის ალპებში სამიტზე ჩასული სხვა ლიდერებიც გასინჯავენ, რის შემდეგაც დიდი შვიდეულის სამიტი ოფიციალურად გაიხსნება. შეკრებილები შეეცდებიან დაარწმუნონ კრემლი და უკრაინელი სეპარატისტების მხარდაჭერაზე უარი ათქმევინონ.

დღის ამბები