თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში რამდენიმე წუთის განმავლობაში ხმის მიცემის პროცესი შეფერხდა. მიზეზი "ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებელს და კომისიის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გახდა.
როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, საარჩევნო პროცესი დარღვევით მიმდინარეობს, რის გამოც კომისიის წევრებს მითითება მისცეს. მათი თქმით, საარჩევნო უბანზე გაყალბების სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
საარჩევნო უბანზე შესვლას სცადეს მედიას წარმომადგენლებმა, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა ჟურნალისტებს საარჩევნო უბანი დაატოვებინეს.