09 ოქტომბერი 2024,   04:35
ვრცლად
მარიუპოლში სასაზღვრო კატერის აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაჭრილი გარდაიცვალა

მარიუპოლში სასაზღვრო კატერის აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაჭრილი გარდაიცვალა. შემთხვევის დროს ბორტზე სულ 7 სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. 5 მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, ერთის ძებნა კი ამ დრომდე გრძელდება.

სანაპირო დაცვის კატერი აკვატორიის პატრულირებისას დაუდგენელი მიზეზების გამო აფეთქდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხომალდი ნაღმს დაეჯახა. რთული ვითარებაა ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაშიც. უკრაინის აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შედეგად რვა უკრაინელი სამხედრო დაიჭრა.

ცნობილი გახდა, რომ საკონტაქტო ჯგუფში ეუთო-ს წარმომადგენელი თანამდებობას ტოვებს. ჰაიდი ტალიავინის გადადგომის ოფიციალური მეზეზები არ სახელდება.

ქვეყანაში არსებულ ვითარებას იტალიურ გაზეთ „კორიერე დელა სერასთან“ ინტერვიუში გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი. ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ მინსკის შეთანხმებები სრულად იყოს შესრულებული ყველა მხარის მიერ.

დღის ამბები