17 ნოემბერი 2024,   18:25
ვრცლად
მონაცემები 11:00 სთ-ზე - 3847 უბნიდან დათვლილია 3007 უბანი, რაც 78.16%-ს შეადგენს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე საპარლამენტო არჩევნების შედეგები განახლდა. 11:00 საათის მონაცემებით, 3847 უბნიდან დათვლილია 3007 უბანი, რაც 78.16%-ს შეადგენს.

განახლებული მონაცემებით, პოლიტიკური სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი შემდეგია:

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - 48.36%

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" - 26.35%

"ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" - 3.79%

"დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" - 3.2%

"ლელო - მამუკა ხაზარაძე" - 3.27%

საარჩევნო ბლოკი "გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი" - 3.16%

"გირჩი" - 3.07%

"ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები" -1.4 %

"შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია" -1.01%

დღის ამბები