09 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
კიშინიოვში მთავრობის წევრების გადადგომის მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა

კიშინიოვში მთავრობის წევრების გადადგომის მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. მიტინგი სამოქალაქო ორგანიზაცია „ღირსება და სამართლიანობის" ორგანიზებით გაიმართა. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მოლდოვის ბანკებიდან 1 მილიარდი დოლარის მოპარვაში ადანაშაულებენ.

მომიტინგეები თანამდებობიდან გენერალური პროკურორის, ეროვნული ანტიკორუპციული ცენტრის დირექტორის, საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელის და უმაღლესი სასამართლო პალატის წევრების მოხსნას ითხოვენ. მათი თქმით, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში 27 აგვისტოს, მოლდოვის დამოუკიდებლობის დღეს, კიდევ უფრო მასშტაბურ აქციას გამართავენ. 

დღის ამბები