27 დეკემბერი 2024,   20:58
ვრცლად
პარლამენტთან ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს - დემონსტარნტები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ

რუსთაველზე ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს. ლიდერები და მათი მხარდამჭერები პარლამენტთან არიან შეკრებილი.

ოპოზიციის ნაწილის მხრიდან, ისმის განცხადებები შესაძლო ბოიკოტთან დაკავშირებით. შესაძლოა, პარტიების ნაწილი საკანონმდებლო ორგანოში არ შევიდეს.

ლიდერები თვლიან, რომ პარლამენტი ლეგიტიმური არ არის და ამ ფორმით მუშაობა არ უნდა დაიწყოს. 

"ჩვენ ვხედავთ, რო ცესკო არ აქვეყნებს ოქმებს. აქვეყნებს პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით და ელოდება ზოგადად სურათს. აბსულუტარად დაუშვებელია შეგუება იმასთან, რომ ბიძინა ივანიშვილი გვიუქმებს არჩევნების ინსტიტუს,"-აცხადებს ვაკის მაჟორიტარი დეპუპატობის კანდიდატი "ევროპული საქართველოდან" ელენე ხოშტარია.

"შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. ამის შესახებ დღეს უკვე ოპოზიციონერმა ლიდერებმა გააკეთეს განცხადებები, ოპოზიცია იქნება ერთიანი და "ქართული ოცნება" ვერ მოაგროვებს 100 მანდატს, რომელიც აუცილებელია საპარლამენტო მუშაობის დაწყებისთვის,"-აცხადებს "ერთიანი საქართველოს" წევრი აზნორ ბიწაძე.

"არჩევნები გააყალბეს დაშინების, მოსყიდვის, შნატაჟის და ძალადობის პარალელურად, სადაც გამოვიდა დაუბალანსებელი ოქმები, შედეგად მივიღეთ აბსულიტარად განსხვავებული სურათიამომრჩევლის ნებისაგან და არ ვაპირებთ, ჩევენი ამომრჩევლის ნებასურვილი, ერთი ადამიანის სურვილის მივატაცებინოთ,"-აცხადებს "ლელო საქართველოსთვის" წევრი საბა ბუაძე. 

დღის ამბები