"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ელექტრონული ზედამხედველობის სამაჯური აქციაზე მოიხსნა და ხალხში გადააგდო.
"მე აღარ ვაპირებ ამ სამაჯურის ტარებას, გამორიცხულია, იმიტომ, რომ ეს არის უსამართლობის სიმბოლო. ეს არის ძალადობრივი სამაჯური, რომელსაც მე აღარ შევიბამ. ვიჯდები მე ციხეში, ვიქნები თქვენთან ერთად იმ ბრძოლაში უახლოეს დღეებში, ერი გაიმარჯვებს. ნახვამდის, სამჯურო! აი, გადმოვაგდებ და ვინც დაიჭერს... ჩემი ბედი არ გეწიოთ..." - განაცხადა ნიკა მელიამ.