19 ნოემბერი 2024,   08:24
ვრცლად
გაერთიანებული ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან აქციას მართავეს 

"წადი"- ამ შეძახილებით გაერთიანებულმა ოპოზიციამ მხარდამჭერებთან ერთად პარლამენტთან მიმდინარე აქციიდან მსვლელობით ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან გადაინაცვლეს. მათ ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი დახვდათ მობილიზებული.

"ეს შეკრებები გაგრძელდება მანამ, სანამ მთელი თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირი არ იქნება სავსე ამაყი, წელგამართული, თავისუფლებისმოყვარე ქართველების მიერ. გამორიცხულია სხვაგვარად განვითარდეს მოვლენები. ძალიან მშვიდობიანად, მაგრამ ამავე დროს ძალიან მტკიცედ აიძულებს ქართველი ხალხი, უპრეცედენტო ერთობით, რომელიც უკვე სახეზეა და გამორიცხულია ოპოზიციურ პარტიებს შორის ან დაპირისპირება, ან კრიტიკა საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის, სანამ ეს მოცემულობა გვაქვს," - განაცხადა ნიკა მელიამ.

აქციაზე იმყოფება "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა.

"ამ ადამიანების ხუშტურებზე კიდია მთელი ქვეყანა. კანცელარია გაუქმებულია, პარლამენტი გაუქმებულია, სასამართლო მონსტრების კორპორაციაა, შესაბამისად მივდივართ და ვაპროტესტებთ იქ," - აღნიშნა უგულავამ.

გაერთიანებული ოპოზიცია, რომელთა შეფასებითაც ცესკოს მონაცემები არასანდოა, ახალ, რიგგარეშე არჩევნებს ითხოვენ.  

დღის ამბები