09 ოქტომბერი 2024,   04:36
ვრცლად
რუსეთსა და კატარს შესაძლოა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატების მასპინძლობის უფლება ჩამოართვან

რუსეთსა და კატარს შესაძლოა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატების მასპინძლობის უფლება ჩამოართვან - ამის შესახებ ფიფას ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა შვეიცარიულ გამოცმასთან ინტერვიუში განაცხადა.

დომენიკო სკალას თქმით, თუ იქნება წარმოდეგენილი მტკიცებულება, რომ ხმის მიცემის სანაცვლოდ ფიფას დელეგატებმა ქრთამი აიღეს, ორივე ჩემპიონატის ჩატარების ადგილი გადაიხედება.

პარალელურად, სამხრეთ აფრიკული პრესა წერს, რომ პირადად იოზეფ ბლატერი განიხილავდა სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტთან 10 მილიონი დოლარის გადარიცხვის საკითხს.

ამერიკელი გამომძიებლების ინფორმაციით, ეს თანხა სამხრეთ აფრიკამ ფიფას მაღალჩინოსნებს გადაუხადა, რომ 2010 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მოეპოვებინა. 

დღის ამბები