დევნილთა სააგენტოსთან მოქალაქემ თავის დაწვა სცადა. ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი ქალი სააგენტოსთან საცხოვრებლით დაკმაყოფილების მოთხოვნით მივიდა და პროტესტის ნიშნად ბენზინი გადაისხა.
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა იყო მობილიზებული, ასევე, ტერიტორიაზე მივიდნენ სამართალდამცველებიც.