საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, პატივი სცენ მათივე ამომრჩევლის ხმებს.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, ამომრჩევლების ხმა არ უნდა გაიყიდოს პოლიტიკური ინტერესების გამო.
"ყველა კონსტიტუციური მეთოდი უნდა იქნას გამოყენებული, როგორც სარჩელების შეტანა ცესკოში, სასამართლოში, ჩვენს პარტნიორებთან, ასევე პოლიტიკური ბრძოლა და ასევე პოლიტიკური განცხადებები.
როდესაც ამომრჩეველმა მოგცა ხმა, ამოსავალი არის ერთი - შენ ამ ამომრჩევლის ხმა უნდა დაიცვა და დააფასო.
დღეს შენი ამომრჩევლის ხმა უნდა დააფასო, კოვიდის დროს მივიდა და მოგცა ხმა, არ გაქვს უფლება ამომრჩევლის ხმა გაყიდო, ეს არის ამოსავალი, დანარჩენი არის ტაქტიკა,"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.