19 ნოემბერი 2024,   08:15
ვრცლად
ევროპის სოციალისტური პარტია: არჩევნების შედეგები ცხადყოფს, რომ საქართველოს მოსახლეობამ ევროატლანტიკური გზის გაგრძელება აირჩია

ევროპის სოციალისტური პარტია (PES) საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურს ეხმაურება.

"ქართველებმა მხარი დაუჭირეს ჩვენს მეგობრებს, "ქართულ ოცნებას" შაბათს გამართულ არჩევნებზე.

საერთაშორისო დამკვირვებლებმა, ეუთომ, ევროსაბჭომ და ნატომ გამოაცხადეს, რომ არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და ძირითადი უფლებები დაცული იყო. საქართველო ევროპულ გზას ადგას. ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ", - განაცხადეს ევროპის სოციალისტურ პარტიაში.

ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტმა, სერგეი სტანიშევმა აღნიშნა, რომ "ასეთ რთულ პერიოდში საქართველოში უაღრესად კონკურენტუნარიანი არჩევნები ჩატარდა".

"ჩატარებული არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობამ ევროატლანტიკური გზის გაგრძელება აირჩია. ამ არჩევნების წინ მიღებულმა საარჩევნო რეფორმამ საარჩევნო პროცესი უფრო ინკლუზიური და გამჭვირვალე გახადა. ვიმედოვნებთ, რომ საქართველო გააგრძელებს ამ გზას არჩევნების მეორე ტურის შემდეგ- განაცხადა სერგეი სტანიშევმა.

დღის ამბები