19 მაისი 2024,   12:01
ვრცლად
ავსტრიაში მომხდარ თავდასხმას მსოფლიო ლიდერები გმობენ

ავსტრიაში მომხდარ თავდასხმას გმობენ მსოფლიო ლიდერები. განცხადებებს კანადის, დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების პრემიერმინისტრები, საფრანგეთის პრეზიდენტი, თეთრი სახლის ადმინისტრაცია, ევროკავშირის საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტები და სხვა ლიდერები ავრცელებენ. მსოფლიო ლიდერები ავსტრიას სოლიდარობას უცხადებენ და და დაღუპულთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებენ.

"ეს ჩვენი ევროპაა, ჩვენმა მტრებმა უნდა იცოდნენ  ვისთან აქვთ საქმე" - აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ავსტრიელ ხალხის უსამძიმრებს.

ევროკომისიის პრეზიდენტი ავსტრიას სოლიდარობას უცხადებს:

"ევროპა სრულ სოლიდარობას უცხადებს ავსტრიას. ჩვენ ტერორიზმზე და სიძულვილზე ძლიერები ვართ," - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროპის საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი ავსტრიაში მომხდარ თავდასხმას ლაჩრულ აქტს უწოდებს

"ევროპა მკაცრად გმობს ამ ლაჩრულ აქტს, რომელიც არღვევს ცხოვრებას და ჩვენს ადამიანურ ღირებულებებს," - წერს შარლ მიშელი.

ვენაში სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა.  ცეცხლი შეიარაღებულმა პირებმა ვენის ცენტრში, 6 სხვდასხვა ადგილზე, მათ შორის ქალაქის მთავარ სინაგოგასთან ახლოს გახსნეს. თავდასხმა ტერაქტად შეფასდა.

დღის ამბები