27 აპრილი 2024,   01:35
ვრცლად
კორონავირუსის მასშტაბების მატებასთან ერთად ახალ რეგულაციებს აწესებენ მსოფლიოს ქვეყნები

კორონავირუსის მასშტაბების მატებასთან ერთად მსოფლიოს ქვეყნები ახალ რეგულაციებს აწესებენ .

დღეიდან გერმანიაში ბარები, კინოთეატრები, მუზეუმები, ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები დაიხურება. დასაშვები იქნება მაქსიმუმ 10 ადამიანის შეკრება. მუშაობას ჩვეული რეჟიმით განაგრძობს საბავშვო ბაღები და სკოლები.

დღეს კარანტინი ამოქმედდა ავსტრიაშიც. პანდემიის გამო ახალი რეგულაციები დააწესა კანადამ მოგზაურებისთვის.

კორონავირუსთან გამკლავების მიზნით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას განიხილავს პორტუგალიის მთავრობაც.

გასულ დღე-ღამეში ირანში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, საფრანგეთში კი ჰოსპიტალიზების ყველაზე მეტი შემთხვევაა.

ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით მსოფლიოში კვლავ პირველ ადგილზეა შეერთებული შტატები, სადაც ბოლო 24 საათში კვლავ რეკორდული მატებაა: 84 ათასი ახალი ინფიცირებული.

დღის ამბები