19 მაისი 2024,   11:36
ვრცლად
მსოფლიოში უკვე 48 მილიონი კოვიდინფიცირებულია - გასული დღე-ღამის განმავლობაში 8 000-ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა

მსოფლიოში უკვე 48 მილიონი კოვიდინფიცირებულია. ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რიცხვმა ნახევარ მილიონს მიაღწია. რაც შეეხება ლეტალობის მაჩვენებელს, დაფიქსირდა ახალი ანტირეკორდი - გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ით 8 000-ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა.

ვითარება განსაკუთრებით მძიმდება ევროპის კონტინენტზე, ინფიცირებულთა ნახევარზე მეტი სწორედ ევროპაში გამოვლინდა.

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, უნგრეთში კომენდანტის საათი დაწესდა, დაიხურა ბარები და გასართობი დაწესებულებები. დამატებითი შეზღუდვების დაწესების განკარგულება გასცა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა. ახალი შეზღუდვების თანახმად, ნიდერლანდებში იკრძალება საჯარო ადგილებში ორ ადამიანზე მეტის შეკრება, გარდა ერთი ოჯახის წევრებისა. დაიხურა ასევე მუზეუმები, თეატრები, კინოთეატრები, ზოოპარკები და გასართობი პარკები.

საფრანგეთში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსით 854 ადამიანი გარდაიცვალა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია 15 აპრილის შემდეგ, ქვეყანა ფატალური მაჩვენებლით მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა.

დღის ამბები