19 მაისი 2024,   19:22
ვრცლად
მარნეულში მომხდარი სასტიკი მკვლელობა - მძიმე დანაშაულში მონაწილე მამა-შვილი მოკლული დედა-შვილის ნათესავები არიან

მარნეულში, სოფელ ახლოლალოში 39 წლის ქალს და მის 23 წლის ბიჭს სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღებიდან გასროლით მიაყენეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. დედა-შვილის მკვლელობისთვის დაკავებულია მამა-შვილი.

მძიმე დანაშაულში მონაწილე პირები ერთმანეთის ნათესავები არიან. ისინი სოფელში მეზობლად ცხოვრობდნენ. ამ დანაშაულის შემდეგ 38 წლის მამაკაცი და მისი არასრულწლოვანი შვილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, თუმცა პოლიციამ მათი ცხელ კვალზე დაკავება შეძლო. დანაშაულის იარაღები - სანადირო თოფები სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით უკვე ამოიღეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზი წარსულში არსებული უთანხმოება გახდა.

"ბიძაშვილმა მოკლა, აქ ესროლეს, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, არ ვიცი," - განაცხადა ამბობს ოჯახის ახლობელი. 

დღის ამბები