19 ნოემბერი 2024,   08:26
ვრცლად
ოპოზიცია მოსახლეობას კვირიას დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ფლაერებს ურიგებს

კვირას დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, "ლეიბორისტული პარტიის", "ევროპული საქართველოსა" და "ლელოს" წევრებმა მოსახლეობას საინფორმაციო ფლაერები დაურიგეს. ოპოზიციის ლიდერებმა მსვლელობა "ლეიბორისტული პარტიის" შტაბიდან დაიწყეს.

"ჩვენ უნდა შევხვდეთ მოქალაქეებს და კიდევ ერთხელ მათ უნდა ვუთხრათ, რომ კვირას გვაქვს დიდი აქცია, სადაც ერთიანობა, ბევრი ადამიანის მოსვლა არის მნიშვნელოვანი. ამ აქციაზე ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს და მიხვდეს, რომ ხმების ქურდია,"- აცხადებს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ირმა ნადირაშვილი.

"ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა მოქალაქეებს აქციაზე მისვლას მოუწოდებს. 

"ხელისუფლებამ არჩევნები ტოტალურად გააყალბა. მოვუწოდებთ ჩვენ მოქალაქეებს, დავდგეთ კვირას 15:00 საათზე რუსთაველის გამზირზე და გამყალბებელ ხელისუფლებას და მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ არ შევეგუებით მონობას, არ შევეგუებით იმ უსამართლო ბატონობას, რომელიც დაამყარა ივანიშვილმა ამ ქვეყანაში," -აცხადებს საქართველოს "ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა.

დღის ამბები