დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საზოგადოებას მოუწოდებს მასობრივი თავშეყრის ადგილებისგან თავი შეიკაონ.
"მესმის, რომ პოლიტიკური მოვლენები მიმდინარეობს ქვეყანაში და ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდა. მაგრამ თხოვნა და მოწოდება მაქვს ვინც ამ პროცესებში არიან ჩართულები, რომ ადამიანის ყველაზე დიდ უფლებას სიცოცხლის უფლებას გაუფრთხილდნენ.
მოვუფრთხილდეთ დიდ თავშეყრებს, ესაა ყველაზე მომატებული რისკი ინფექციის შემდგომი გავრცელების,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.