ისნის საუბნო-საარჩევნო კომისიასთან ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. ადგილზე "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრები და მხარდამჭერები იმყოფებიან. ამ ეტაპისთვის ვითარება განმუხტულია.
"ესენი არიან ელემენტარული არითმეტიკის უცოდინარი, ბიძინას მონები. არ ეგონოთ ამათ, რომ რამე შერჩებათ," - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.