19 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ის 76 შემთხვევა დადასტურდა

გასული 24 საათის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 356 ადამიანს ჩაუტარდა და 76-ს COVID-19 დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ დე ფაქტო რეჟიმის ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

გუდაუთის საავადმყოფოსი ამ დროისთვის 118 ადამიანი გადის მკურნალობას, 100 მათგანს კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზი აქვს. მძიმე მდგომარეობაშია 25 ადამიანი, საშუალო სიმძიმის 33.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოსი კორონავირუსის დიაგნოზით 30 პაციენტია, 3 მათგანის მდგომარეობა მძიმეა. 58 ინფიცირებული პაციენტია მობილურ ჰოსპიტალში, რომელიც სოხუმშია განთავსებული. 5-ის მდგომარეობა მძიმეა.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა ამ ეტაპზე 4581-ია. გარდაიცვალა 47 ადამიანი,  განიკურნა 2490.

დღის ამბები