დღის განმავლობაში ორჯერ გადადებული, თითქმის სამსაათიანი პროცესის შემდეგ, საოლქო კომისიებთან დაკავებული 7 პირი საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხელწერილის სანაცვლოდ გაათავისუფლა.
მოძრაობა "შეცვალესა" და "სტრატეგია აღმაშენებელის" აქტივისტებს ბრალდება წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება. სამოქალაქო და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აქტივისტები, გვიან ღამით საოლქო კომისიებთან მიმდინარე დაპირისპირების დროს დააკავეს.
საქმეზე მსჯელობას ხვალ გაგრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილებაც გამოცხადდება.
არჩევნებთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულები მათი დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებების არ არსებობაზე ამახვილებენ ყურადღებას და ხვალ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ელოდებიან.