19 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
თარაშ კანდელაკის გახმაურებულ საქმეზე დღეს სასამართლოში ბრალდების 3 მოწმე დაკითხეს

გორის რაიონულ სასამართლოში გრძელდება საქმის წარმოება თარაშ კანდელაკის გახმაურებულ საქმეზე. დღეს სასამართლოში მოწმის სახით გამოძახებული იყო ბრალდების 3 მოწმე.

სასამართლომ გამოკითხა ის პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტ კრიმინალისტები, რომლებმაც შემთხვევის ადგილი შეისწავლეს, დაასურათეს და მონაწილეობა მიიღეს ჩხრეკის ღონისძიებაში.

შეგახსენებთ, ბრალდებულ თარაშ კანდელაკს ძიება ედავება ერეკლე თედიაშვილის მიმართ წინასწარი განზრახვით ჩადენილ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას.

დღის ამბები