02 დეკემბერი 2024,   19:52
ვრცლად
საქართველოს შვიდ ქალაქში გადაადგილება იზღუდება - საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან საღამოს 22:00 საათიდან  დილის 5:00 საათამდე შეზღუდული იქნება გადაადგილება საქართველოს დიდ ქალაქებში თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ფოთში, ზუგდიდში. შეზღუდვა გავრცელდება ქვეითად და ტრანსპორტით გადაადგილებაზე. წერტილოვანი შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება  საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

როგორც ბრიფინგზე ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა შეზღუდვა არ გავრცელდება საერთაშორისო გადაზიდვებზე და საოპერაციო შტაბთან შეთანხმებით იმ პირებზე და საავტომობილო საშუალებებზე, რომლებიც გადაადგილდებიან სტრატეგიული ობიექტების ფუნქციონირებისთვის, ასევე სამედიცინო დაწესებულებების, ფარმაცევტული დაწესებულებების ფუნქციონირებისა და მიტანის სერვისის უზრუნველსაყოფად.

მაია ცქიტიშვილის თქმით, აღნიშნულ ქალაქებში ორშაბათიდან შეჩერდება როგორც კერძო ასევე საჯარო ბაღების ფუნქციონირება. ადგილობრივ ხელისუფლებასთან მიდის მუშაობა, გარკვეული ღონისძიებების გასატარებლად რათა მუნიციპალურ ტრანსპორტში შეიზღუდოს ადამიანების რაოდენობა, თუმცა არ შეიზღუდება გადაადგილება დღის განმავლობაში.

დღის ამბები