ფოთიდან დილის 7 საათზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის " წევრები დედაქალაქში გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე გაემგზავრნენ.
"ჩვენ მივდივართ ჩვენი ხმების დასაცავად,არ შევეგუებით გაყალბებულ არჩევნებს,"-განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დარეჯან ცხვიტარიამ.
მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნები, როგორც მთელს საქართველოში, ასევე ფოთშიც გაყალბდა.
თბილისში დღეს დაგეგმილ აქციას იმერეთიდან 2000-ზე მეტი ადამიანი უერთდება. საპროტესტო აქციაზე დასასწრებად მოქალაქეები სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან გაემგზავრნენ. მათი თქმით, 31 ოქტომბრის არჩევნები, ისევე, როგორც მთელს ქვეყანაში, იმერეთშიც გაყალბდა, ამიტომ აპროტესტებენ შედეგებს და განმეორებით არჩევნებს მოითხოვენ.
აქციის მონაწილეების თქმით, ამ არჩევნებით წყდება ქვეყნის ბედი და აუცილებელია, ყველა მოქალაქე გავიდეს აქციაზე.