19 ნოემბერი 2024,   08:26
ვრცლად
ნებისმიერი თავყრილობა ძალიან ცუდად მოქმედებს ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ნებისმიერი თავყრილობა ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე უარყოფითად მოქმედებს.

იმნაძე, ასევე, აცხადებს, რომ კანონი სეზონურ თავისებურებებს არ ითვალისწინებს.

"ნებისმიერი თავყრილობა ძალიან ცუდად მოქმედებს ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე, მითუმეტს, თუ არ არის დაცული ელემენტარული წესები, ნიღაბი და დისტანცია.

ჩვენ ყველა პასუხისმგებლები ვართ კანონის წინაშე, სამწუხაროდ, კანონი სეზონურ თავისებურებებს არ ითვალისწინებს," - განაცხადა პაატა იმნაძემ. 

დღის ამბები