19 ნოემბერი 2024,   08:24
ვრცლად
ვენდოთ ერთმანეთს, არ იყოს წუწუნი, ჩვენც ხომ ვერ შეგაწუხებთ ყოველ დღე ასეთი რაოდენობით - თაკო ჩარკვიანი

ოპოზიციის მასშტაბური აქცია სავარაუდოდ შაბათს გაიმართება. ამის შესახებ პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, შაბათამდე პატარა აქციები გაიმართება.

"მოთმინება ვიქონიოთ, ვენდოთ ერთმანეთს, არ იყოს წუწუნი, ვინაიდან ჩვენც ხომ ვერ შეგაწუხებთ ყოველ დღე ასეთი რაოდენობით, შეუძლებელია. შაბათს, იტყვიან ჩემი კოლეგები, მე არ დავასწრებ განცხადებას, აი ასე შევიკრიბებით პერიოდულად. ორჯერ მეტნი ვიქნებით. მაგრამ იქნება კიდევ პატარ-პატარა აქციები. რა ვქნათ, აღმოჩნდა, რომ  ეროვნული მოძრაობა თურმე საქართველოში, 21-ე საუკუნეშია დასაბრუნებელი," - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა. 

დღის ამბები