09 ოქტომბერი 2024,   04:35
ვრცლად
აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს მასშტაბური წვრთნები მიმდინარეობს

აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს მასშტაბური წვრთნები მიმდინარეობს. სწავლება ერთდროულად 4 ქვეყანაში – პოლონეთში, ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში იმართება. წვრთნებში ჩართულია ნატოს წევრი 19 სახელმწიფო და სამი მოკავშირე ქვეყნის შეიარაღებული ძალები.

მობილიზებულია 15 ათასამდე ჯარისკაცი, სამხედრო ავიაცია, საზღვაო ძალები და მძიმე ტექნიკა. სწავლება 4 ეტაპიანია და თვის ბოლომდე გაგრძელდება.

ნატოში აცხადებენ, რომ წვრთნები თავდაცვითი ხასიათისაა და პროგრამის მთავარი დანიშნულება, უსაფრთხოების გაძლიერება და სამხრეთ და აღმოსავლეთ პერიფერიებში არსებულ გამოწვევებთან გამკლავებაა.

დღის ამბები