23 აპრილი 2024,   15:54
ვრცლად
აქციაზე დაკავებულები კახეთის გზატკეცილზე მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში გადაიყვანეს

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შელაპარაკების შემდეგ სამართალდამცავებმა 4 პირი დააკავეს.

ყველა მათგანი საპატრულო ეკიპაჟებმა კახეთის გზატკეცილზე მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში გადაიყვანეს.

დაკავებულების უფლებადამცველის განცხადაებით, აქტივისტები წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით არიან დაკავებული.

დაკავებები პარლამენტის მიმდებარე ტერორიაზე აქტივისტის ლექსო მაჭავარიანის დაკავებით დაიწყო, მან პარლამენტთან შეშის მიტანა სცადა, რისი საშუალებაც მას სამართალდამცველებმა არ მისცეს.

ლექსო მაჭავარიანის დაკავების შემდეგ აქტივისტმა ზუკა ბერძენიშვილმა საპატრულო დეპარტამენტის ხელმძღვანელის ვაჟა სირაძის მანქანის შეჩერება სცადა, თუმცა ამის საშუალება მას პოლიციელებმა არ მისცეს. პარალელურად სამართალდამცავებმა მოძრაობა სირცხვილიას კიდევ ორი აქტივისტი ნოდარ რუხაძე და გიორგი მჟავანაძე დააკავეს, დაკავებებს წინ პოლიციასთან შელაპარაკებები უძღოდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
 
დღის ამბები