09 ოქტომბერი 2024,   04:34
ვრცლად
ბელგიის პოლიციამ ტერორიზმში ეჭვმიტანილი 16 პირი დააკავა - უმრავლესობა ჩეჩენი წარმოშობისაა

ბელგიის პოლიციამ ტერორიზმში ეჭვმიტანილი 16 პირი დააკავა, რომელთა უმრავსელობა ჩეჩენი წარმოშობისაა. მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია ქვეყნის რამდენიმე ქალაქში ჩატარდა.

გამოძიების ვერსიით დაკავებულები სირიის კონფლიქტის მონაწილეები არიან და ბელგიის ტერიტორიაზე თავდახმების სერიას ამზადებდნენ.

პროკურატურის განცხადებით, ძალოვანებმა ჩხრეკისას საკმარისი მტკიცებულებები ვერ აღმოჩინეს, რის გამოც იძულებულები გახდნენ 14 ეჭვმიტანილი გაეთავისუფლებინათ, დანარჩენ ორს კი ტერორიზმის მუხლით ბრალი უკვე წარედგინათ.

დღის ამბები