კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პრემიერ ექიმებს მადლობას უხდის და საზოგადოებას ერთმანეთის ჯანმრთელობის გაფრთხილებისაკენ მოუწოდებს.
"დავუბრუნდი ჩვეულ სამუშაო რეჟიმს. მადლობა ექიმებს და თითოეულ თქვენგანს თანადგომისთვის. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს,"- წერს სოციალურ სქელში გიორგი გახარია.
გიორგი გახარიას კორონავირუსი 1 ნოემბერს დაუდასტურდა, პრემიერ-მინისტრი 10 დღის განმავლობაში მკურნალობას ბინაზე გადიოდა.