06 სექტემბერი 2026,   14:05
ვრცლად
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან ხმაურია - ოპოზიცია შემაჯამებელი ოქმის შედგენას აპროტესტებს 

ზუგდიდში საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთაბ ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი აპროტესტებენ საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ხმების "მოპარვასა" და არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობას.

აქციის მონაწილეების პერმანენტულ აქციებს აანონსებენ და განმარტავენ, რომ დათმობას არ აპირებენ. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.

საოლქო საარჩევნო კომისია დღეს შემაჯამებელ სხდომას მართავს, კომისიის ოპოზიციონერი წევრები კი სხდომებს პროტესტის ნიშნად ტოვებენ. ოპოზიციონერების მტკიცებით, არც საოლქოლმ და არც სასამართლომ მათი არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა.  

დღის ამბები