19 ნოემბერი 2024,   08:41
ვრცლად
ნოდარ რუხაძისა და გიორგი მჟავანაძის პროცესი საქალაქო სასამართლოში "სირცხვილიას" აქციის ფონზე მიმდინარეობს

რამდენიმე წუთის წინ განახლდა ნოდარ რუხაძისა და გიორგი მჟავანაძის სასამართლო პროცესი. დაკავებულების მტკიცებით, მათ უდანაშაულობას არსებული ვიდეო - კადრებიც ადატურებს, თუმცა სასამართლოს სამართლიანობის იმედი არ აქვთ.

მოსამართლემ გუშინ მხოლოდ ერთი დაკავებულის ლექსო მაჭავარიანის მიმართ გამოიტანა გადაწყვეტილება და მას 1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. აქტივისტებს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.

პროცესი საქალაქო სასამართლოში "სირცხვილიას" აქციის ფონზე მიმდინარეობს.

დღის ამბები