გლდანში, შეშელიძის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
დიდი დიღმის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი, ქვეითად მყოფ შუახნის მამაკაცს მაშინ დაეჯახა, როცა გზის გადაკვეთას ცდილობდა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.