19 ნოემბერი 2024,   08:24
ვრცლად
ულტიმატუმი და დიალოგი ერთმანეთს გამორიცხავს, ცხელი თოვლივით არის, არ გამოდის - ივანე მაჭავარიანი

ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანის თქმით, ამ ვითარებაში, პასუხისმგებლიანი ოპოზიცია სადეპუტატო უფლებამოსილებას უნდა იყენებდეს.

"ულტიმატუმი და დიალოგი ერთმანეთს გამორიცხავს, შესაბამისად, პირობების დაყენება თან ყველაზე მთავარი დავა სადაც არის და ამის მერე თქვა, რომ დიალოგი -ცხელი თოვლივით არის, არ გამოდის.

არასდროს ისე მნიშვნელოვანი არ ყოფილა ბიუჯეტის საპარლამენტო განხილვები და მისი დამტკიცება, ლეგიტიმაცია, როგორც ახლა და როცა ამბობენ, რომ ჩვენ ქვეყანას ხომ არ დავანგრევთ და მათ შორის, ოპოზიციიდან ისმის, პირველ რიგში, ქვეყნის დანგრევა- არდანგრევა გადის იმაზე, რომ შემოვიდნენ პარლამენტში და ბიუჯეტის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა.", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

დღის ამბები