06 სექტემბერი 2026,   13:20
ვრცლად
თერჯოლის საავადმყოფოში კორონავირუსით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა

თერჯოლის საავადმყოფოში კორონავირუსით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა. კლინიკა "თერჯოლამედის" დირექტორის დავით სარიშვილის თქმით, სამი პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იყო.

60-დან 80-წლამდე მამაკაცებს, სხვა თანმდევ დაავადებებთან ერთად გულის პრობლემაც ჰქონდათ. მათი მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და გადარჩენა ვერ მოხერხდა. მეოთხე პაციენტი 92 წლის მამაკაცი ზუგდიდიდან იყო შეყვანილი. ის კლინიკაში შეყვანიდან ნახევარ საათი დაიღუპა. მასაც თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა. 

დღის ამბები