ზუგდიდის მერიის ააიპ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი კორონავირუსით გარდაიცვალა. ნინელი ჭითანავა მკურნალობის კურსს ჯერ რუხის კლინიკაში გადიოდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, ის თბილისში გადაიყვანეს.
ნინელი ჭითანავას Covid-19 დაახლოებით ათი დღის წინ დაუდგინდა. ის ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა.