ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 34 ადამიანი გარდაიცვალა
15-11-2020 11:00
ბოლო 24 საათში საქართთველოში კორონავირუსით 34 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის თბილისში - 18, აჭარაში - 8, იმერეთში - 6, ქვემო ქართლში - 1, ხოლო კახეთში - 1 ადამიანი.
2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, "კოვიდ-19-ით" სულ 703 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა.