ქომაგებმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სტადიონამდე მიაცილეს. ფოტოებს სოციალურ ქსელში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრაში დინამო არენაზე სომხეთის ნაკრებს მასპინძლობს.
სომხეთთან შეხვედრას ყვითელი ბარათების გამო მურთაზ დაუშვილი და გიორგი ქვილითაია გამოტოვებენ.
დღევანდელი მატჩი დინამო არენაზე მაყურებლის გარეშე ტარდება. შეხვედრა საქართველოს დროით 21:00 საათზე დაიწყო.