კორონავირუსის 30 ლეტალური შემთხვევიდან ყველაზე მეტი ისევ თბილისსა და აჭარაში დაფიქსირდა. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის გია კაკაბაძის თქმით, აჭარაში გარდაიცვალა 5 ადამიანი:
"ბოლო 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა 5 გარდაცვალების ფაქტი, აქედან 1 რეფერალურ საავადმყოფოში, 2 ბათუმის სამედიცინო ცენტრში და 2 მედცენტრში,"- განაცხადა გია კაკაბაძემ.
2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, კორონავირუსს საქართველოში 733 პაციენტი ემსხვერპლა.