17 ნოემბერი 2024,   17:41
ვრცლად
არჩევნების მეორე ტურზე აჭარაში სირცხვილის კორიდორები მოეწყობა

არჩევნების მეორე ტურზე აჭარაში სირცხვილის კორიდორები მოეწყობა - ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ოფისი ავრცელებს.

პარტიაში განმარტავენ, რომ ეს კორიდორები მხოლოდ "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნებისთვის მოეწყობა.

სირცხვილის კორიდორების მოწყობას არ ემხრობა სხვა ოპოზიციური პარტიები. "ლელოში" აცხადებენ, რომ პროტესტის ეს ფორმა მიუღებელია. 

"ჩვენი მხარდამჭერები აუცილებლად დადგებიან საარჩევნო უბანზე და ხალხს ერტყვიან, რომ ჩვენ არ ვღებულობთ ამ არჩევნებში მონაწილეობას, იმიტომ რომ ეს არჩევნები არის გაყალბებული და შესაბამისი ტრანსფარენტებით ხალხს აუხსნიან, რომ ეს არ არის არჩევნები. რაც შეეხება სიტყვა კოროდორს - კორიდორში გავლა მოუწევს თავად გამყალბებელს, რიჟვაძეს, ქალაქის მერს, სუსის უფროსს და იმ ადამიანებს, ცესკოსა თუ უსკოს წარმომადგენლებს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული გაყალბებაში,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე.

დღის ამბები