05 მაისი 2024,   07:50
ვრცლად
პოლიციამ სოფელ ხალაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

პოლიციამ სოფელ ხალაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს

უწყების ინფორმაციით, 1992 წელს დაბადებული თ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 ნოემბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში, თავის საცხოვრებელ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა თანასოფლელი - 1990 წელს დაბადებული დ.შ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები