09 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
ვაშინგტონში, მთავარ სახელისუფლებო შენობებში ევაკუაცია გამოცხადდა

ვაშინგტონში, მთავარ სახელისუფლებო შენობებში ევაკუაცია გამოცხადდა. თეთრი სახლი და კონგრესის თანამშრომლები ცრუ განგაშის შემდეგ იძულებულები გახდნენ შენობები დაეტოვებინათ.

საგანგებო ზომების მიღების მიზეზი ანონიმური ზარები გახდა. პოლიციის ერთ-ერთ დეპარტამენტს თეთრ სახლში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ აცნობეს, თუმცა უსაფრთხოების სამსახურმა მხოლოდ ბრიფინგის ოთახიდან სთხოვა ჟურნალისტებს და თანამშრომლებს გასვლა. ამ დროს პრეზიდნეტ ობამას ოვალური კაბინეტი არ დაუტოვებია.

ცოტა ხნის შემდეგ კი ანონიმური ზარი კონგრესში გაისმა, სადაც საეჭვო ნივთიერების არსებობის შესახებ იუწყებოდნენ. საბოლოოდ კონგრესისა და თეთრი სახლის თანამშრომლებმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაგრძეს.

დღის ამბები