19 ნოემბერი 2024,   08:24
ვრცლად
ყველა მხარეს ვთხოვთ სერიოზულად ჩაერთონ მოლაპარაკებებში, დრო არ იცდის - IRI-ის ევრაზიის პროგრამების დირექტორი

IRI-ის ევრაზიის პროგრამების დირექტორი საქართველოს მთავრობას საარჩევნო დარღვევების შესახებ ბრალდებების ძირეულად შესწავლისკენ მოუწოდებს.

სტივ ნიქსი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ ბრალდებები სერიოზულია და აუცილებელია მათი გამოძიება, საჭიროების შემთხვევაში კი, სასამართლო განხილვა.

IRI-ის პროგრამების ხელმძღვანელის თქმით, საქართველოში არსებული ჩიხიდან გამოსვლა მოლაპარაკებითა და კომპრომისითაა შესაძლებელი.

"ყველა მხარეს ვთხოვთ სერიოზულად ჩაერთონ მოლაპარაკებებში. დრო არ იცდის. მნიშვნელოვანია ორივე მხარემ სცადოს კომპრომისზე წასვლა და შეთანხმების მიღწევა არჩევნების მეორე ტურამდე. იმედი გვაქვს, რომ ამ დღეებში რაღაც ისეთი მოხდება, რაც ყველა მხარეს კომფორტულად აგრძნობინებს თავს იმისთვის, რომ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა მიიღონ,"- აცხადებს ნიქსი.

დღის ამბები