09 ოქტომბერი 2024,   04:36
ვრცლად
უკრაინაში საწვავის ბაზაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

თითქმის 24 საათიანი მცდელობის შემდეგ, კიევის მახლობლად საწვავის ბაზაზე გაჩენილი ხანძრის კერა ლოკალიზებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, ხანძარს 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 3 მეხანძრე, რომელბიც გუშინ ხანძრის დროს მომხდარი ერთ-ერთი აფეთქების შემდგე გაუჩინარდნენ. 900 კუბამეტრის მოცულობის რეზერვუარს ცეცხლი 2 დღის წინ გაუჩნდა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს, თუმცა თავად საწვავის ბაზის მფლობელი კომპანია მომხდარს დივერსიად მიიჩნევს.

ამავე თემაზე
დღის ამბები