09 ოქტომბერი 2024,   04:34
ვრცლად
ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენასთან დაკავშირებით შესაძლოა რეფერენდუმი ჩატარდეს

ბრიტანეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრემიერ დევიდ კემერონის ინიციატივას ევროკავშირის წევრობასთან დაკავშრებით რეფერენდუმის ჩატარებაზე.

უნდა დარჩეს თუ არა გაერთიანებული სამეფო ევროკავშირის წევრად, ამაზე შეკითხვას მოსახლეობა სავარაუდოდ 2017 წელს გასცემს პასუხს. თუმცა, გადაწყვეტილება ჯერ საბოლოოდ მიღებული არ არის და ის პარლამენტში განსახილველად ისევ რჩება.

შესაძლოა ამ ინიციატივამ კიდევ ერთხელ წამოჭრას შოტლანდიის დამოუკიდებლობის სურვილი, რომელიც ევროკავშირში დარჩენას უჭერს მხარს.

 

დღის ამბები