09 ოქტომბერი 2024,   04:34
ვრცლად
ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები სავარაუდოდ 2015 წლის 16 დეკემბერს გაიმართება

ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები სავარაუდოდ 2015 წლის 16 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ინგლისური BBC ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით, ოფიციალურად საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ივლისის დასაწყისში უნდა დადგინდეს.

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს არჩევნებში გამარჯვებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მოქმედმა პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა გადადგომის შესახებ განცხადება 2 ივნისს გააკეთა. ამის მთავარი მიზეზი კი ფიფაში არსებულ კორუფციულ ფაქტებზე დაწყებული გამოძიება გახდა. 

დღის ამბები