09 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
ევროპალრამენტის რეზოლუცია - მოსკოვი ევროკავშირის სტრატეგიულ პარტნიორად ვეღარ ჩაითვლება

ევროპარლამენტი დღეს რუსეთთან დაკავშირებით რეზოლუციას უყრის კენჭს.

დოკუმენტში წერია, რომ ყირიმსა და უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში საკუთარი ქმედებების გამო ოფიციალური მოსკოვი ევროკავშირის სტრატეგიულ პარტნიორად ვეღარ ჩაითვლება.

რეზოლუციის თანახმად, რუსეთსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის განახლება შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობით, თუ რუსეთი პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ყირიმის ჩათვლით და სრულად შეასრულებს მინსკის შეთანხმებას.

ევროპარლამენტარები ასევე მოითხოვენ, რომ მოსკოვმა ევროკავშირის საზღვრებთან დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები შეწყვიტოს.

დღის ამბები