19 ნოემბერი 2024,   08:19
ვრცლად
ლანჩხუთში აფეთქების შედეგად დაშავებული კაცის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

ლანჩხუთში მომხდარი აფეთქებისას დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

 45 წლის მამაკაცს სხეულის 80% აქვს დამწვარი. ის ქუთაისის დამწვრობის ცენტრში იმყოფება. შედარებით კარგად გრძნობს თავს მეორე დაშავებული, რომელიც მკურნალობას ლანჩხუთის კლინიკაში განაგრძობს.

წინასწარი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსში მომხდარი აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.

დღის ამბები