19 ნოემბერი 2024,   08:25
ვრცლად
ვითარება მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში - "კურიერმა" ვიდეომასალა მოიპოვა, სადაც სავარაუდოდ თავდამსხმელი ჩანს

წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-სთან სამართალდამცველები ამ დრომდე არიან მობილიზებული. ცოტა ხნის წინ, "კურიერმა" ვიდეომასალა მოიპოვა, სადაც სავარაუდოდ, შენობაში შეჭრილი თავდამსხმელი ჩანს. 

კადრებში ჩანს პირი, რომელიც ორგანიზაციის შენობაშია შესული. ასევე როგორც ჩანს, მას ხელში სავარაუდოდ ხელყუმბარა უჭირავს.

წერეთლის გამზირზე, ამ დროისთვის დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული. მათ გზის სავალი ნაწილი აქვთ გადაკეტილი და მოქალაქეებს, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდებარე კორპუსებში ცხოვრობენ, გადაადგილების საშუალება დროებით შეზღუდული აქვთ.

ამ დრომდე უცნობია, რა მოთხოვნები აქვს თავდამსხმელს.

საპატრულო პოლიციის უფროსის ინფორმაციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ერთი თავდამსხმელია შეჭრილი და მას 9 მძევალი ჰყავს აყვანილი. 

დღის ამბები