ზუგდიდის "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. ის უბანზე პირველი ამომრჩეველი იყო. როგორც ჩიქოვანი ამბობს, მან ხმა გამარჯვების საბოლოო გაფორმებას მისცა.
მიუხედავად იმისა, რომ ის ერთადერთი კანდიდატია, ჩიქოვანი ამბობს, რომ ამომრჩევლის აქტიურობაში დარწმუნებულია. მისი კონკურენტი მეორე ტურში ენმ-ს კანდიდატი მალხაზ ჯალაღონია უნდა ყოფილიყო, თუმცა მან არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა.